(1)(a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიცირება, ხოლო თუ არა აქვს ხელი მოწერილი, შეუძლია მასთან  შეერთება. რატიფიკაციის და  შეერთების  დოკუმენტები  შესანახად  ბარდება  გენერალურ  დირექტორს.

(b) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას რატიფიკაციის ან შეერთების აქტში  შეუძლია  განაცხადოს, რომ რატიფიკაცია ან შეერთება არ ვრცელდება 1_21 მუხლებსა და დამატებით კარზე; თუმცა, თუ ასეთმა ქვეყანამ წინასწარ  გააკეთა  განცხადება  დამატებითი  კარის  VI(1) მუხლის შესაბამისად, მას აღნიშნულ დოკუმენტში შეუძლია განაცხადოს მხოლოდ იმის შესახებ, რომ  მისი  რატიფიკაცია  ან  შეერთება  არ  გამოიყენება  1_20 მუხლების  მიმართ.

(c)     კავშირის         ნებისმიერ      ქვეყანას,  რომელმაც   (b)      ქვეპუნქტის      თანახმად,  გამორიცხა შესაბამისი  დებულებები  თავისი  რატიფიკაციის  ან  შეერთების  მოქმედების  სფეროდან, შეუძლია   მოგვიანებით, ნებისმიერ   დროს   განაცხადოს, რომ   იგი   ავრცელებს   თავისი რატიფიკაციის     ან შეერთების   მოქმედებას ამ     დებულებებზე.   ასეთი                 განცხადება შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს.

(2)(a) 1-21 მუხლები  და  დამატებაითი  კარი  ძალაში  შედის  სამი  თვის  შემდეგ   მას   მერე, რაც შესრულდება შემდეგი ორი პირობა:

(i) კავშირის, სულ მცირე, ხუთი ქვეყანა მოახდენს ამ  აქტის  რატიფიკაციას ან  შეუერთდება მას  (1)(b)  მუხლით  გათვალისწინებული  განცხადების  გაკეთების  გარეშე.

(ii) პარიზში 1971 წლის 24 ივლისს გადასინჯული საავტორო უფლებების  მსოფლიო კონვენციის მოქმედება გავრცელდება საფრანგეთზე, ესპანეთზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი  ირლანდიის  გაერთიანებულ  სამეფოზე, ამერიკის  შეერთებულ  შტატებზე.

(b)(a)    ქვეპუნქტში    მითითებული    ძალაში    შესვლა    ვრცელდება    კავშირის    იმ    ქვეყნებზე,რომლებმაც  აღნიშნულ  ძალაში  შესვლამდე,  სულ  მცირე,  სამი  თვით  ადრე     მაინც

ჩააბარა  შესანახად  სარატოფიკაციო  ან  შეერთების  დოკუმენტები, რომლებიც  არ  შეიცავს

(1)(b) პუნქტში  გათვალისწინებულ  განცხადებას.

(c) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება (b) ქვეპუნქტი, და რომელმაც განახორციელა ამ აქტის რატიფიცირება ან შეუერთდა მას (1)(b) პუნქტით გათვალისწინებული   განცხადების   გაკეთების   გარეშე,  1_21  მუხლები   და   დამატებითი

კარი  ძალაში  შედის   შესაბამისი   სარატიფიკაციო   ან   შეერთების   დოკუმენტების შესანახად  ჩაბარების  შესახებ  გენერალური  დირექტორის  მიერ   გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი  თვის  შემდეგ,  თუ  ამ  დოკუმენტში  არ  იქნება მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ  უკანასკნელ  შემთხვევაში, ამ  ქვეყნის  მიმართ, 1_21  მუხლები  და  დამატებითი  კარი  ძალაში  შედის  ამგვარად  მითითებული თარიღიდან.

(d) (a)_(c) ქვეპუნქტების დებულებები არ ახდენს გავლენას დამატებითი კარის VI მუხლის გამოყენებაზე.

(1)  კავშირის  ნებისმიერი  ქვეყნის  მიმართ,  რომელიც  ახორციელებს  ამ   აქტის რატიფიკაციას  ან  უერთდება  მას  (1)(b)  პუნქტში  გათვალისწინებული  განცხადების  გაკეთებით   ან მის გარეშე, 22_38 მუხლები ძალაში  შედის  სათანადო  სარატიფიკაციო  ან  შეერთების დოკუმენტების  დეპონირების  შესახებ   გენერალური   დირექტორის   მიერ   გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი  თვის  გასვლის  შემდეგ,  თუ  ამ  დოკუმენტში  არ  იქნება მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მიმართ,  22_38 მუხლები  და  დამატებითი  კარი  ძალაში  შედის  ამგვარად  მითითებული  თარიღიდა