2. სარატიფიკაციო სიგელები უნდა დეპონირდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელმაც თითოეული დეპონირების შესახებ უნდა აცნობოს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს, ასევე – ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როდესაც ის დაინიშნება.

3. წინამდებარე ქარტია ძალაში შედის ჩინეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ხელმომწერ სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირებისას. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეადგინოს ოქმი დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელების შესახებ, რომლის ასლები უნდა გაუგზავნოს ქარტიის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს.

4. წინამდებარე ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოები, რომლებიც ქარტიის რატიფიცირებას მოახდენენ მისი ძალაში შესვლის შემდეგ, გახდებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაპირველი წევრები თავიანთი შესაბამისი სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდა