მუხლი 106🔗
43-ე მუხლში აღნიშნული ისეთი სპეციალური შეთანხმებების ძალაში შესვლამდე, რომლებიც, უშიშროების საბჭოს მოსაზრებით, აძლევს მას 42-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული თავისი პასუხისმგებლობის განხორციელების დაწყების საშუალებას, 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში ხელმოწერილი „ოთხი ერის დეკლარაციის“ მხარეებმა და საფრანგეთმა, ამ დეკლარაციის მე-5 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, უნდა გამართონ კონსულტაციები ერთმანეთთან და, თუ საჭიროება მოითხოვს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა წევრებთან, ორგანიზაციის სახელით ისეთი ერთობლივი მოქმედების თაობაზე, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვი