1. თავისი მოვალეობების შესრულებისას, გენერალურმა მდივანმა და პერსონალმა არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ მითითებები რომელიმე მთავრობისგან ან ორგანიზაციის გარეთ არსებული რომელიმე ორგანოსგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლებოდა გავლენა მოახდინოს მათზე, როგორც მხოლოდ ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამდებობის პირების პოზიციაზე.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს გენერალური მდივნისა და პერსონალის პასუხისმგებლობების ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ შეეცადოს მათზე ზეგავლენის მოხდენას მათი პასუხისმგებლობის განხორციელებისას.