2. შესაბამისი პერსონალი მუდმივად უნდა გამოიყოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოსთვის, სამეურვეო საბჭოსთვის და, საჭიროების მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებისთვის. ეს პერსონალი შეადგენს სამდივნოს ნაწილს.
3. პერსონალის დასაქმებისას და მუშაობის პირობების განსაზღვრისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეფექტიანობის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის საჭიროებას. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს პერსონალის შეძლებისდაგვარად ფართო გეოგრაფიულ საფუძველზე შერჩევის მნიშვნელობას.
დასკვნითი დებულებე