1. ყველა ხელშეკრულება და ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დადებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ წინამდებარე ქარტიის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დარეგისტრირდეს სამდივნოში და გამოქვეყნდეს მის მიერ.
2. არცერთ მხარეს, რომელიც არის ისეთი ხელშეკრულების ან საერთაშორისო შეთანხმების მხარე, რომელიც არ არის დარეგისტრირებული წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია ამ ხელშეკრულებაზე ან შეთანხმებაზე მითითება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე ორგანოს წინაშე.