1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეში, რომლის მხარეც არის იგი.

2. თუ საქმის რომელიმე მხარე არ შეასრულებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს უშიშროების საბჭოს, რომელსაც, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.