1. სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესის ჩათვლით.

2. სამეურვეო საბჭო უნდა შეიკრიბოს საჭიროების მიხედვით, საკუთარი წესების შესაბამისად, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დებულებას საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით სხდომათა მოწვევის შესახებ.