მუხლი 74🔗
მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტი საპროცესო აქტით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული გაერთიანების ოპერაციულ დანახარჯებს, რომლებიც საჭიროა მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის. თითოეული ინსტიტუტის დანახარჯი ბიუჯეტის სხვადასხვა ნაწილში უნდა იყოს განსაზღვრული. მინისტრის საბჭომ უნდა მიიღოს საპროცესო აქტი, რომელშიც დაკონკრეტებულია ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშების წარდგენისა და აუდიტისა და შემოწმების პროცედურებ