ორგანიზაციის იმ წევრებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ადმინისტრირებას;
23-ე მუხლში ორგანიზაციის სახელობითად ჩამოთვლილი იმ წევრებისაგან, რომლებიც არ ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ადმინისტრირებას; და
გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით არჩეული ორგანიზაციის იმდენი წევრისგან, რამდენიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს იმისათვის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობაში თანაბრად იყოს წარმოდგენილი ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც ახორციელებენ და რომლებიც არ ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფ ტერიტორიების ადმინისტრირებას.
2. სამეურვეო საბჭოს თითოეულმა წევრმა უნდა დანიშნოს ერთი განსაკუთრებით კვალიფიციური პირი, რომელიც წარმოადგენს მას საბჭოში.
ფუნქციები და უფლებამოსილებე