1. 77-ე, 79-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად დადებული ინდივიდუალური სამეურვეო შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც თითოეულ ტერიტორიას რთავს მეურვეობის სისტემაში, და ამგვარი შეთანხმებების დადებამდე, წინამდებარე თავში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რაიმე ფორმით ცვლიდეს რომელიმე სახელმწიფოს ან რომელიმე ხალხის უფლებებს ან არსებული საერთაშორისო დოკუმენტების პირობებს, რომელთა მხარეები, შესაბამისად, შეიძლება იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იძლეოდეს სამანდატო ან სხვა ტერიტორიების 77-ე მუხლით გათვალისწინებული მეურვეობის სისტემისთვის დაქვემდებარების შესახებ შეთანხმებების მოლაპარაკებისა და დადების დაყოვნების ან გადავადების საფუძვლებს.