გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები ასევე თანხმდებიან, რომ მათი პოლიტიკა იმ ტერიტორიების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება წინამდებარე თავის მოქმედება, უნდა ეფუძნებოდეს, არანაკლებ, ვიდრე მათი მეტროპოლიური ტერიტორიების შემთხვევაში, კეთილმეზობლობის ზოგად პრინციპს, დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებისა და კეთილდღეობის სათანადო გათვალისწინებით სოციალურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში.

თავი XII

მეურვეობის საერთაშორისო სისტემა