მეურვეობის სისტემა უნდა გავრცელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ასეთ სისტემას სამეურვეო შეთანხმებების მეშვეობით:
ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად იმყოფება მანდატის ქვეშ;
ტერიტორიები, რომლებიც შეიძლება ჩამოერთვას მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს მეორე მსოფლიო ომის შედეგად; და
ტერიტორიები, რომლებიც ნებაყოფლობით არის დაქვემდებარებული მეურვეობის სისტემას იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ ადმინისტრირებაზე.
2. საკითხი იმის შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან თუ რომელი ტერიტორიები უნდა დაექვემდებაროს მეურვეობის სისტემას და რა პირობებით, იქნება შემდგომი შეთანხმების საგანი.