გააძლიეროს საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება;

ხელი შეუწყოს სამეურვეო ტერიტორიების მაცხოვრებლების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო წინსვლას და მათ პროგრესულ განვითარებას თვითმმართველობისკენ ან დამოუკიდებლობისკენ, როგორც ეს მიზანშეწონილია თითოეული ტერიტორიისა და მისი ხალხების განსაკუთრებული გარემოებებისა და შესაბამისი ხალხების თავისუფლად გამოხატული სურვილების გათვალისწინებით და როგორც ეს შეიძლება გათვალისწინებული იყოს თითოეული სამეურვეო შეთანხმების პირობებით;

წაახალისოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა ყველასთვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად და წაახალისოს მსოფლიოს ხალხთა ურთიერთდამოკიდებულების აღიარება; და

უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა სოციალურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებისა და მათი მოქალაქეების მიმართ, აგრეთვე – ამ უკანასკნელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა მათ მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისას, წინამდებარე მიზნების მიღწევისათვის ზიანის მიყენების გარეშე და მე-80 მუხლის დებულებათა დაცვი