მუხლი 84🔗

ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლების მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ სამეურვეო ტერიტორიამ შეასრულოს თავისი როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ამ მიზნით, ადმინისტრირების განმახორციელებელ ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს მოხალისე ძალები, საშუალებები და მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის დახმარება ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ ამ კუთხით უშიშროების საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე – ადგილობრივი თავდაცვისთვის და მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფარგლებში სამართლისა და წესრიგის შენარჩუნებისთვი