მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომენტიდან ეს ზონა ჩაითვლება სათანადოდ შექმნილად.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ჩათვლის, რომ ამ შეთანხმების პირობები არ იყო შესრულებული, მას შეუძლია უარი განაცხადოს ზონის აღიარებაზე იმ მხარისადმი სასწრაფო შეტყობინების გზით, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, ან შეუძლია აღიარება დააკავშიროს მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის დაწესებასთა