ყოველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე სანიტარიული და უსაფრთხოების ზონა, უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ერთმა ან მეტმა სპეციალურმა კომისიამ ამ ზონებს კონტროლი გაუწიოს, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ზონები ამ შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებსა და ვალდებულებებს.
ამ მიზნით, სპეციალური კომისიის წევრებს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა სხვადასხვა ზონებზე და მათ შეუძლიათ იქ მუდმივადაც კი იცხოვრონ. მათ უნდა შეუქმნან ყველა პირობა შემოწმების მოვალეობების შესრულების მიზნით.