სანიტარიული და უსაფრთხოების ზონები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული იმ პირებისათვის, რომლებიც მოხსენიებულია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 23-ე მუხლსა და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-14 მუხლში, ასევე იმ პერსონალისათვის, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების ორგანიზება, მართვა და ამ ზონებში მყოფ პირთა მოვლა ევალება.

მიუხედავად ამისა, პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამგვარი ზონების ტერიტორიაზე აქვთ, მიეცემათ ამ ზონებში დარჩენის უფლება.