იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიები დაადგენენ რაიმე ფაქტს, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, და დააწესონ ხუთდღიანი ვადა ამ საკითხის გადასაწყვეტად. ამის შესახებ შესაბამისად უნდა ეცნობოს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ეს ზონა აღიარა.
თუ დადგენილი ვადის ამოწურვისას სახელმწიფო, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, არ დაემორჩილება გაფრთხილებას, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღარ არის შეზღუდული წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც აღნიშნულ სანიტარიულ ზონას შეეხება.