1. მარშრუტზე 2 ან მეტი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას ჰყავს ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება კოლონის უფროსს, რომელიც განისაზღვრება წინასწარ მოძრაობის დაწყებამდე საბადრაგო სამმართველოს უფროსის მიერ.

2. კოლონა გადაადგილდება ანთებული მაშუქებით და ციმციმებით. კოლონით ბადრაგირების მარშრუტზე ხორციელდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

3. მოძრაობისას საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახმისი და ხმოვანი სიგნალი.