1. ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანის შემთხვევაში, მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო, რომელიც შედგება საბადრაგო ჯგუფის არანაკლებ 3 წევრისგან, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას.

2. თუ საბადრაგო სამმართველო ვერ უზრუნველყოფს დროებით საგუშაგოს ქალი საბადრაგო ჯგუფის წევრით, ის დაწესებულება, საიდანაც გაყვანილია ქალი ბრალდებული/მსჯავრდებული, ვალდებულია, საბადრაგო ჯგუფში მიავლინოს დაწესებულების მოსამსახურე ქალი.