დროებითი საგუშაგო შედგება მოქმედი, მხნე და დამსვენებელი ცვლებისგან, რომლებთანაც:

ა) მოქმედი ცვლა განთავსდება უშუალოდ ბრალდებულის/მჯავრდებულის გვერდით;

ბ) მხნე ცვლა განთავსდება ისე, რომ თვალყური ადევნოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და მოქმედ ცვლას;

გ) დამსვენებელი ცვლა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან შეთანხმებით განთავსდება იმ ადგილისაგან იზოლირებულად სადაც განთავსებულია ბრალდებული/მჯავრდებული.