მუხლი 38. გუშაგების დასახმარებლად ყარაულში დამტკიცებული საბრძოლო გათვლის შესაბამისად თავისუფალი და დამსვენებელი ცვლების მოყარაულეებისაგან იქმნება რეზერვი, რომელიც ყარაულის უფროსის, მისი თანაშემწის ან ცვლის უფროსის მეთაურობით საბრძოლო განგაშის სიგნალით მივა შემთხვევის ადგილზე და მოქმედებს ინსტრუქციის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე ამ ჯგუფების სწრაფად მისასვლელად ყარაულს გამოუყოფენ ტრანსპორტს🔗