მუხლი 37. გუშაგები მარშრუტებზე გადაადგილდებიან ქვეითად მოძრაობისას დაწესებული სიჩქარით, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის საიმედო დაცვას, ისინი მცირე ხნით ჩერდებიან ადგილმდებარეობისა და შემოღობვის დასათვალიერებლად, ან კავშირგაბმულობის საშუალებით ყარაულის უფროსისათვის სამსახურის შესრულების შესახებ მოსახსენებლად, აგრეთვე სიგნალიზაციის პუნქტებთან გავლისას დადგენილი სიგნალის მისაწოდებლად. კარგი ხილვადობის დროს, თუ ადგილმდებარეობა იძლევა ამის საშუალებას, გუშაგს შეუძლია დაცვის ობიექტსა და მასთან მისასვლელებს სპეციალურად მოწყობილი კოშკებიდან ადევნოს თვალყური🔗