მუხლი 41. ყარაული საბრძოლო ვაზნებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი გაანგარიშებით: პისტოლეტსა და ავტომატზე – ორი დატენილი სავაზნე კოლოფი; თითოეულ კარაბინზე 30-30 ვაზნა მჭიდებში. გარდა ამისა, გარნიზონის უფროსის (სამხედრო ნაწილის მეთაურის) განსაკუთრებული განკარგულებით ყარაულები შეიძლება შეიარაღდნენ ტყვიამფრქვევებით, მათთვის სამი დატენილი სავაზნე კოლოფით, ყარაულის მთელი შემადგენლობისათვის გამოყოფილი ხელ-ყუმბარებით, თითოეულზე ორი ხელყუმბარის გაანგარიშებით🔗