მუხლი 36. ობიექტების პატრულირებისათვის, ადგილმდებარეობის რელიეფის, ბუნებრივი საფარის და დასაცავი ობიექტის სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, გუშაგს გამოეყოფა დღისით 2 კმ, ხოლო ღამით 1 კმ-მდე სიგრძის ზოლი. უამინდობისას (ძლიერი ნისლი, წვიმა, თოვა) ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად გარნიზონის უფროსის (სამხედრო ნაწილის მეთაურის) განკარგულებით შეიძლება განწესდნენ დამატებითი მოყარაულეები ან პატრული სატრანსპორტო საშუალებებით. სამსახურის შესრულების წესს ამ შემთხვევაში განსაზღვრავს გარნიზონის უფროსი (სამხედრო ნაწილის მეთაური)🔗