მუხლი 44. გარნიზონის უფროსის (სამხედრო ნაწილის მეთაურის) განკარგულებით საყარაულო შენობაში საბრძოლო ვაზნების მარაგი იქმნება შემდეგი გაანგარიშებით: ყოველ ავტომატზე ან კარაბინზე – 150 ვაზნა, პისტოლეტზე – 16 ვაზნა. საბრძოლო ვაზნების მარაგი ინახება სპეციალურ რკინის ყუთში. ხელყუმბარები ინახება ცალკე ყუთებში. ამასთან, ფალიები ინახება ყუმბარებისგან ცალკე, წყალგაუმტარ ყუთებში🔗