მუხლი 45. საბრძოლო მასალის მარაგის აღრიცხვის წიგნი (დანართი №1) ინახება იმავე ყუთში. ყუთი გასაღებით იკეტება. გარნიზონის უფროსი (სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი) ლუქავს მას და შეაქვს ყარაულების ინვენტარისა და ქონების ნუსხაში, რომელიც არის საყარაულო შენობაში. გასაღებები და საბრძოლო მასალის ყუთების ბეჭდების ტვიფრები ინახება ყარაულის უფროსთან. სხვა პირისათვის გასაღებების გადაცემა აკრძალულია🔗