მუხლი 46. ყარაულის უფროსი პირადად არის პასუხისმგებელი საბრძოლო მასალების მარაგის შენახვისათვის. საბრძოლო მასალების მარაგი და მისი რაოდენობა თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს სამხედრო ნაწილის მეთაურის ან შტაბის უფროსის მიერ. შემოწმების შედეგები იწერება საბრძოლო მასალების მარაგის აღრიცხვის წიგნსა და საგუშაგო უწყისში🔗