2. სათვალთვალო კოშკურაზე გუშაგების შეცვლისას ყარაულის უფროსი, მიიყვანს ცვლას საგუშაგოს საზღვართან, შეაჩერებს მას და ერთ-ერთ მოყარაულეს აძლევს ამოცანას საგუშაგოს დროებით დაცვის ქვეშ აყვანის შესახებ, ხოლო საგუშაგოზე გამსვლელ მოყარაულესთან ერთად ათვალიერებს საგუშაგოს მონაკვეთს. დათვალიერების დამთავრების შემდეგ, ყარაულის უფროსი და საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე ადიან საგუშაგო კოშკურაზე.
3. ყარაულის უფროსის ბრძანებაზე „გუშაგო, ჩააბარე საგუშაგო!“, გუშაგი აბარებს ცვლას სიტყვიერად, რა დროსაც გუშაგი ასახელებს საგუშაგოს ნომერს, საგუშაგოების ტაბელით განსაზღვრულ დასაცავ ობიექტებს, ამასთან მიუთითებს, რა იქნა შემჩნეული საგუშაგოზე მისი მორიგეობისას.
4. საგუშაგოს სიტყვიერი ჩაბარების შემდეგ საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე კოშკურიდან ათვალიერებს დასაცავი ობიექტის საკვალე ზოლებს, ამოწმებს კოშკურის მდგომარეობას და კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულობას. დათვალიერების დამთავრების შემდეგ გუშაგი და საგუშაგოზე გამსვლელი მოყარაულე დგებიან სახით დაცული ობიექტისაკენ, გუშაგს გადააქვს იარაღი „ქამარზე“ და რიგითობის დაცვით (ჯერ გუშაგი) აკეთებენ მოხსენებას საგუშაგოს ჩაბარების, ხოლო მოყარაულე – საგუშაგოს მიღების შესახებ. ყარაულის უფროსი მოხსენებების მიღების შემდეგ აძლევს ახალ გუშაგს მითითებებს და შეცვლილ მოყარაულეს უბრძანებს – „მოყარაულე, საგუშაგოდან ნაბიჯით იარ!“.
5. შეცვლილი მოყარაულე დგება ცვლის უკან, ამის შემდეგ ყარაულის უფროსი უბრძანებს - „ცვლა, ნაბიჯით იარ!“ და მიჰყავს ცვლა შემდეგი საგუშაგოსაკენ, სადაც ხდება საგუშაგოს მიღება-ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესი