2. უშუალოდ საგუშაგოებზე ცვლის გაყვანის წინ იარაღის დამუხტვისას:

ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე;

ბ) ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას: „ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან), რიგ-რიგობით დამუხტე!“;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაზე მოყარაულე:

გ.ა) დგამს ნაბიჯს წინ, დებს იარაღს სადგამში, ხსნის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას;

გ.ბ) შემოწმების შემდეგ, მოყარაულე უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და იარაღს აყენებს მცველზე;

გ.გ) იღებს ჩანთიდან სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას, მოარგებს იარაღს და მოახსენებს ყარაულის უფროსს – „იარაღი დამუხტულია, დაყენებულია მცველზე“;

გ.დ) მოხსენების შემდეგ დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში „ქამარზე“ და დგება მწყობრში;

დ) მოყარაულეები რიგ-რიგობით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანალოგიურად ახდენენ იარაღის დამუხტვას.

3. უშუალოდ საგუშაგოებიდან ცვლის დაბრუნებისთანავე იარაღის გაცლისას (განმუხტვისას):

ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე;

ბ) ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას - „ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან) რიგ-რიგობით განმუხტე!“;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაზე მოყარაულე:

გ.ა) დგამს ნაბიჯს წინ, დებს იარაღს სადგამში, ხსნის სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას და დებს ჩანთაში;

გ.ბ)  მოახსენებს ყარაულის უფროსს – „იარაღი განმუხტულია“;

გ.გ) ხსნის იარაღის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას; უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და აყენებს მცველზე;

გ.დ) დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში „ქამარზე“ და დგება მწყობრში;

დ)  მოყარაულეები რიგ-რიგობით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანალოგიურად ახდენენ იარაღის განმუხტვა