2. დაწესებულების სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მყოფი გუშაგები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.

3. სასაშვო-გამშვებ პუნქტზე დაიშვებიან:

ა) სამსახურის მოსამსახურეები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის სამსახურებრივი მოწმობით;

ბ) გამომძიებელი და პროკურორი – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;

გ) ადვოკატი – სამსახურებრივი მოწმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ორდერით და შესაბამისი საშვით;

დ) პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ პაემანზე მისული პირები, დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის თანხლებით – დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვითა და ნებართვის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვით;

ე) პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები - სამსახურებრივი მოწმობითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით;

ვ) სხვა პირები, რომლებიც მათი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით;

4. სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირთა გასვლა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გუშაგი ამოწმებს პირადობის დამადასტურებელ ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და დარწმუნდება მის სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ. თუ შემოწმებისას გუშაგს პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტის სისწორეში ან/და წარმდგენი პირის მიერ საბუთის კუთვნილებაში ეჭვი შეეპარება, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით;

ბ) გუშაგი პირს სთავზობს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დატოვოს ნივთები, რომელთა შეტანაც დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე აკრძალულია;

გ) გუშაგი გამოკითხავს პირს, აქვს თუ არა მას იარაღი. იარაღის არსებობის შემთხვევაში, გუშაგი მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს, მისი ბრძანებით იარაღს შეინახავს დაცულ ადგილას და სანაცვლოდ პირს აძლევს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი  №4), რომელსაც ხელს აწერს ყარაულის უფროსი;

დ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გასვლისას პირი ექვემდებარება არასრულ შემოწმებას ხელის ან თაღური მეტალმძებნით;

ე) პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ე.ა) პირადი არასრული შემოწმების შედეგად ეჭვის აღმოჩენის შემთხვევაში, რომ პირს განზრახული აქვს დასაცავ ობიექტზე შეიტანოს აკრძალული ნივთები ან დასაცავი ობიექტიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები (ნივთები, ნივთიერებები);

ე.ბ) ოპერატიული ინფორმაციის ან სხვა ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, აღუძრავდა ეჭვს, რომ პირს, რომელიც სასაშვო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს დასაცავ ობიექტზე შეიტანოს აკრძალული ნივთები ან დასაცავი ობიექტიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები (ნივთები, ნივთიერებები);

ე.გ) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ;

ვ) თუ პირი უარს აცხადებს არასრულ ან/და სრულ შემოწმებაზე, გუშაგი ვალდებულია, შემსვლელ პირს განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება სასაშვო-გამშვებ პუნქტზე;

ზ) შემოწმების შედეგად გადამალული აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს სრულ შემოწმებაზე, დაუყოვნებლივ ეცნობება ყარაულის უფროსს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;

თ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ყარაულის უფროსის თანაშემწე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საყარაულო უწყისში, სადაც მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული;

ი) შემოწმების შემდეგ გუშაგი აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;

კ) გუშაგი არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დასაცავი ობიექტიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

ლ) კარიბჭეთაშორის სივრცეში გუშაგი ამოწმებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტსა და საშვს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ; პირის იდენტიფიცირების შემდეგ, იტოვებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და უბრუნებს საშვს. თუ შემოწმებისას მოყარაულეს საშვის სისწორეში ეჭვი შეეპარება, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და მოქმედებს მისი მითითებით;

მ) გუშაგი დაწესებულებაში შემსვლელ პირებს აღრიცხავს დაწესებულებაში შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №5), ხანგრძლივ პაემანზე შემსვლელ პირებს - ხანგრძლივ პაემანზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №6), ხანმოკლე პაემანზე შემსვლელ პირებს - ხანმოკლე პაემანზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №7), ხოლო სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირებს - დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №8). შესაბამისი აღრიცხვის შემდგომ, გუშაგი აღებს მეორე კარს და პირს შეუშვებს დაწესებულებაში;

ნ) დასაცავ ობიექტზე შესული პირის გამოსვლისას ართმევს საშვს და უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს, ასევე იარაღს მისი გუშაგთან დატოვების შემთხვევაში. პირს, რომელმაც დასაცავი ობიექტიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე;

ო) დასაცავი ობიექტიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

პ) დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაწესებულების დროებით დატოვების უფლება გააჩნიათ, გუშაგი გაატარებს ყარაულის უფროსის ნებართვით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, - ყარაულის უფროსის თანაშემწის ნებართვით.

თავი III

დასაცავ ობიექტთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირთა უფლება-მოვალეობე