სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, დაწესებულებაში შემსვლელი ან დაწესებულებიდან გამომსვლელი პირებისა და მათი ნივთების შემოწმება;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
ზ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების დათვალიერება/შემოწმება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
კ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ