1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

ბ) ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;

დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის წინადადების წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;

ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობის, მოწყობილობის, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;

კ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

ლ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;

მ) დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

პ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის გამოყენების დაცვაზე კონტროლი;

ჟ) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

რ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;

ს) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გადაადგილება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნის, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული ნივთების ამოღება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათების მომზადება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ყ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

შ) საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა