არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) არასრულწლოვანი ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი;

ბ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, მათი განთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმება/დათვალიერება;

დ) ხელშეწყობა არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ადგილების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

ვ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

ზ) არასრულწლოვანი ბრალდებულების/მსჯავრდებულების ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირება და რეაგირება;

თ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ