1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამმართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.

2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) უსაფრთხოების განყოფილება;

გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;

დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

ე) არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება.

3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს დაწესებულების მოხელე, სამსახურის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე).

5. დაწესებულების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

6. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობი