1. დაწესებულება, მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და სამედიცინო ნაწილების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ე) სოციალური განყოფილება.
3. სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) მიმღები განყოფილება;
გ) თერაპიული განყოფილება;
დ) ქირურგიული განყოფილება;
ე) რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება;
ვ) ფსიქიატრიული განყოფილება;
ზ) ტუბერკულოზისა და ინფექციურ სნეულებათა განყოფილება;
თ) ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება;
ი) რადიოლოგიის განყოფილება;
კ) ლაბორატორია;
ლ) აფთიაქი;
მ) სტომატოლოგიური კაბინეტი;
ნ) სტერილიზაციის ბლოკი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
5. დაწესებულების სამედიცინო ნაწილში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.
6. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
7. დაწესებულების ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულის უფროსებსა და მოსამსახურეებს, მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი.
8. დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულის უფროსებსა და სამედიცინო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
9. დაწესებულების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრ