1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;

გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეწყალებისა და გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში  მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებ