უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) დაწესებულების მოსამსახურეების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და  გამოვლენა;

გ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;

ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;

ვ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;

ზ) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;

თ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;

ი) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში,  მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ