1. დაწესებულების მთავარ ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. დაწესებულების მთავარი ექიმი უშალოდ ხელმძღვანელობს დაწესებულების სამედიცინო ნაწილს და აკონტროლებს სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. დაწესებულების მთავარი ექიმი:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის მაღალკვალიფიციური სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების ორგანიზებას;
ბ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისათვის შეიმუშავებს დაწესებულების მუშაობის წლიურ გეგმას, დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ გეგმებს, ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად;
გ) ორგანიზებას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმიურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიღებისა და გაწერის საკითხებს;
დ) საექიმო კონფერენციებზე ხელმძღვანელობს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიცური სამედიცინო დახმარების შემთხვევების განხილვას, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს;
ე) ანალიზს უკეთებს და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს დაწესებულების მუშაობის კვარტალურ/წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით;
ვ) დაწესებულებაში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ხელმძღვანელობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას;
თ) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სამედიცინო წილის თანამშრომლებს დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, შესაბამის ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური წერილებისა და რეკომენდაციების შესახებ;
ი) შეიმუშავებს სამკურნალო რეჟიმს, რომლითაც განისაზღვრება სამკურნალო დაწესებულების განყოფილების გამგეების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მოვალეობანი;
კ) უფლებამოსილია სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წინაშე დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.
4. დაწესებულების მთავარ ექიმს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა საკურატორო სფეროები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
5. დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. კანდიტატურის შერჩევა ხდება მთავარი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
6. დაწესებულების მთავარი ექიმის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მთავარი ექიმის ერთ-ერთი მოადგილ