1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს პენიტენციური დაწესებულებების ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაუდებელ და გეგმურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, რომლებიც მოთავსებულნი არიან დაწესებულებაში და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობი