1. დაწესებულების ამოცანებია:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში;

ბ) დაწესებულებაში მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა  და კანონიერების დაცვა.

2. დაწესებულების ფუნქციებია:

ა) კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა დაწესებულებაში მყოფ/მიყვანილ ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ექიმ-სპეციალისტის მოწვევა ან საკუთარი ექიმ-სპეციალისტის მივლინება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;

გ) სამედიცინო პერსონალის მიერ მედიკამენტების გაცემა ექიმის დანიშნულებით. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის თანდასწრებით, ბრალდებულებისთვის/ მსჯავრდებულებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღების განხორციელება DOT პრინციპით;

დ) სამართლებრივი რეჟიმისა და ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორისა და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე საკითხის დაყენება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება დაწესებულების შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში დროული რეფერალის უზრუნველყოფა;

ე) დაწესებულების ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარების უზრუნველყოფა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისათვის;

ვ) დაწესებულებაში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კონტრაქტორი ორგანიზაციისაგან სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების სისტემატურად ჩატარების მოთხოვნა, მკაცრი კონტროლის დაწესება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე. ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა საკვების ხარისხისა და ოდენობის, მისი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების სისტემატური შემოწმება;

ზ) დაწესებულებაში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

თ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით;

კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ლ) დადგენილი წესით, სამინისტროსათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება, დაწესებულებაში სიკვდილობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ;

მ) სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი II

დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზე