1. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.

2. დაწესებულების დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დაწესებულებას, შეიმუშავებს წინადადებებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაწესებულების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) წარმოადგენს დაწესებულებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს დაწესებულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, იმ მოსამსახურეთა პრემირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ი) პერიოდულად ისმენს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

კ) დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;

ლ) მთავარ ექიმთან ერთად შეიმუშავებს დღის განრიგს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;

მ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში, მთავარი ექიმის წარდგინებით, ამტკიცებს კონკრეტული ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სამკურნალო და კვების რეჟიმს;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით ან სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

3.  დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

4. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე სოციალურ დარგშ