ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ი) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
ნ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობის განხორციელება და შესაბამისი დანახარჯების აღრიცხავა;
ო) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა და მიღება-გაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ