2. განყოფილების უფროსი ვალდებულია:
ა) იცოდეს განყოფილების მოსამსახურეების რაოდენობა, მათი პიროვნული თვისებები და საქმიანი უნარ-ჩვევები;
ბ) სამმართველოს უფროსს დროულად წარუდგინოს წინადადებები მოსამსახურეებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით განყოფილების დაკომპლექტების თაობაზე;
გ) მოამზადოს განყოფილების ძალები და საშუალებები ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის;
დ) ყოველდღიურად ჩაატაროს ინსტრუქტაჟი პირად შემადგენლობასთან, დაუსახოს ამოცანები და გააცნოს იმ დროისათვის არსებული სიახლეები, გასცეს საგუშაგო უწყისი და საგუშაგო უწყისის გაცემის ფაქტი დააფიქსიროს საგუშაგო უწყისების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №9);
ე) ყოველდღიურად შეაჯამოს საგუშაგო შესრულების შედეგები, განიხილოს საგუშაგო უწყისი და მიიღოს აუცილებელი ზომები გამოვლენილი ნაკლოვანებების დროული აღმოფხვრისათვის;
ვ) ყოველდღიურად დაათვალიეროს დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ზ) უზრუნველყოს განყოფილებაზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალების, სპეციალური საშუალებების შენახვის წესების დაცვა და სწორი ექსპლუატაცია. არანაკლებ კვირაში ერთხელ შეამოწმოს მათი მდგომარეობა, შენახვის პირობები და შემოწმების შესახებ შეადგინოს შესაბამისი ოქმი;
თ) ყოველდღიურად გასცეს წერილობითი დავალება ობიექტის დასაცავად განწესებული ყარაულის შემადგენლობის დანიშვნის შესახებ და შეავსოს ხელმძღვანელის დავალებების ჟურნალი (დანართი №10);
ი) უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით მიღებული შეტყობინების აღრიცხვა შემოსული ტელეფონოგრამების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №11);
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობებ