ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას/გაქცევის მცდელობისას, დასაცავ ობიექტზე, ყარაულზე, ცვლაზე თავდასხმის მზადების თაობაზე ინფორმაციის მიღებისას ან უშუალო თავდასხმისას;
ბ) მასობრივი არეულობების წარმოშობისას, ჯგუფური დაუმორჩილებლობისას ან მძევლის აყვანისას;
გ) საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევისას, დასაცავ ობიექტზე ან/და მის მახლობლად აფეთქების, ავარიის, სტიქიური უბედურების წარმოქმნისას ან ვითარების სხვაგვარი მკვეთრი გართულებისას;
დ) დასაცავ ობიექტზე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებისას.
2. დაცვის გაძლიერება შეიძლება შემოღებულ იქნეს, როგორც ყველა განყოფილებაში, ისე – ცალკეულ მათგანში.
3. დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების უფლება აქვს:
ა) გენერალურ დირექტორს/დირექტორს;
ბ) მთავარი სამმართველოს უფროსს ან სამმართველოს უფროსს, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ატყობინებს დირექტორს, - ვადით არაუმეტეს 24 საათისა;
გ) განყოფილების უფროსს, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, რის შესახებაც სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარ სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, – ვადით არაუმეტეს 24 საათისა.
4. დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს:
ა) ძალებისა და საშუალებების საგანგებო ვითარებაში მოქმედებისათვის მზადყოფნის ამაღლების ღონისძიებები, რეზერვების მზადყოფნისა და დაცვის ტექნიკურ საშუალებათა გამართულობის შემოწმება;
ბ) ყარაულების რიცხოვნების გაზრდა, მუშაობის კონტროლის გამკაცრება;
გ) გაქცევის ან/და სხვა სამართალდარღვევის/დანაშაულის აცილების მიზნით პროფილაქტიკური მუშაობის გააქტიურება;
დ) დასაცავ ობიექტზე მორიგეობის გაძლიერება, დასაცავი ობიექტების განლაგების პუნქტებში პატრულირების ორგანიზება;
ე) იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური საშუალებების არსებობის, აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობის შემოწმება, მათ გაცემასა და მიღებაზე კონტროლის გაძლიერება;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდგომარეობის შემოწმება.
5. დასაცავი ობიექტისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის/დირექტორის გადაწყვეტილებით, დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების პერიოდში, დასაშვებია დეპარტამენტიდან დამატებითი მოსამსახურეების გამოყოფა.
საგანგებო ვითარების დროს მოქმედების ინსტრუქც