1. დასაცავი ობიექტების დაცვის ორგანიზებას აკონტროლებს მთავარი სამმართველოს უფროსი.

2. დასაცავ ობიექტთა დაცვის ორგანიზებას უშუალოდ ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც ვალდებულია, პერიოდულად, საერთო ვითარების შესახებ მოახსენოს მთავარი სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს.

3. სამმართველოს უფროსი ან/და მისი მოადგილე:

ა) ამოწმებს განყოფილების მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებას;

ბ) უშუალოდ მონაწილეობს სამმართველოს მოსამსახურეთა სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებაში;

გ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მოსამსახურეთა საქმიანობას.