ა) ყარაულების მოწყობის ადგილი;
ბ) იარაღის დამუხტვისა და განმუხტვის ადგილი;
გ) თამბაქოს მოსაწევი და ფეხსაცმლის გასაწმენდი ადგილები;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი;
ე) სპორტული კუთხე.
2. მოედანსა და საყარაულო შენობაში შესასვლელი კარები აღჭურვილია სათვალთვალო ღიობით, თვითდაკეტვის მოწყობილობებით და გამოსაძახებელი ღილაკებით. კარები ყოველთვის უნდა იყოს დაკეტილი. საყარაულო შენობის ფანჯრები აღჭურვილია ლითონის გისოსებით.
3. საყარაულო შენობიდან და მიმდებარე მოედნიდან არავის აქვს უფლება გავიდეს გარეთ ყარაულის უფროსის ნებართვის გარეშე. ტერიტორიის საზღვრები, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ითვლება საყარაულო შენობიდან გასვლად, აღინიშნება დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის სქემაზე.
4. საყარაულო შენობაში მუდმივად დაცული უნდა იქნას სიჩუმე და წესრიგი. აკრძალულია სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. დასაშვებია რადიოტრანსლაციის მოსმენა, ტელევიზორის ყურება, წერა, კითხვა, შაშისა და ჭადრაკის თამაში. თამბაქოს მოწევა და ფეხსაცმლის წმენდა დასაშვებია საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
5. ავტომატები იარაღის შესანახ ოთახებში (შემდგომ – პირამიდები) ინახება განმუხტულ მდგომარეობაში და მცველზე დაყენებული. პირამიდები არ იკეტება საკეტით. მათი ბლოკირება ხდება შუქხმოვანი სიგნალიზაციით. სავაზნე კოლოფების ჩანთები ქამრებიდან არ მოიხსნება.
6. ყარაულის უფროსი და ყარაულის უფროსის თანაშემწე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია ატაროს პისტოლეტი.
7. იარაღი პირამიდებიდან იღება მხოლოდ ყარაულის უფროსის ნებართვით. იარაღი იწმინდება მათი ხელმძღვანელობით და დაკვირვების ქვეშ. აკრძალულია იარაღის სრული დაშლა.
8. ყარაულის შემადგენლობას საყარაულო შენობაში შეუძლია იმყოფებოდეს ქუდებისა და ქურთუკების გარეშე. გახდილი ქურთუკები და ქუდები უნდა ეკიდოს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საკიდზე.
9. ყარაულის შემადგენლობას, ყარაულის უფროსის გარდა, ეკრძალება საუბარი იმ პირებთან, რომლებიც მოსულნი არიან საყარაულო შენობაში. ყარაულის შემადგენლობა პასუხობსმხოლოდ შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებს.
10. სადღეღამისო ყარაულში შესაძლებელია გრაფიკით დადგენილ დროს წოლითი დასვენება აღჭურვილობის მოხსნისა და ფეხსაცმლის გახდის გარეშე:
ა) ყარაულის უფროსისათვის – არაუმეტეს 4 საათისა;
ბ) მოყარაულეებისათვის – არაუმეტეს 6 საათისა (სამი ცვლის არსებობისას - საგუშაგოზე გასვლის წინ, მას შემდეგ, რაც მორიგი ცვლა დაბრუნდება საყარაულო შენობაში, ხოლო ორი ცვლის არსებობისას - ცვლის საყარაულო შენობაში დაბრუნებიდან საგუშაგოზე გასვლამდე).
11. ყარაულის შემადგენლობა ვალდებულია დაიცვას სისუფთავე და წესრიგი საყარაულო შენობაში. პასუხისმგებლობა სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე ინვენტარისა და ქონების სწორ გამოყენებაზე, ეკისრება ყარაულის უფროსის თანაშემწეს.
12. დაბინდებიდან გათენებამდე, საყარაულო შენობაში, მის დერეფნებსა და საპირფარეშოში უნდა იყოს სრული განათება, ხოლო დამსვენებელი ცვლის ოთახში – დაბალი განათებ