2. შესაცვლელი ყარაულის უფროსს გამოჰყავს ყარაული საყარაულო შენობიდან, მოაწყობს ახალი ცვლის ყარაულის წინ 6-8 ნაბიჯში. ყარაულების უფროსები მოახსენებენ ერთმანეთს ცვლისათვის მზადყოფნის შესახებ და მოხსენების შემდეგ ახალი ცვლის ყარაულის უფროსს შეჰყავს თავისი ყარაულის შემადგენლობა საყარაულო შენობაში.
3. ახალი ცვლის ყარაულის შემადგენლობის საყარაულო შენობაში შესვლის შემდეგ იწყება ყარაულების ცვლა. ძველი ცვლის ყარაულის უფროსის თანაშემწე აბარებს, ხოლო ახალი ცვლის ყარაულის უფროსის თანაშემწე იბარებს საყარაულო შენობას და მასში არსებულ მოწყობილობებს, ინვენტარსა და ქონებას აღწერილობის მიხედვით. ახალი ცვლის ყარაულის უფროსი, აგრეთვე, ამოწმებს სისუფთავესა და წესრიგს საყარაულო შენობასა და საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. ძველი ცვლის ყარაულის უფროსი მოახსენებს ახალი ცვლის ყარაულის უფროსს დასაცავ ობიექტზე იმ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ და აცნობებს ყველა შენიშვნასა და მითითებას, რომელიც მიიღო ყარაულმა მორიგეობის პერიოდში. ამის შემდეგ, ახალი ცვლის ყარაულის უფროსი გასცემს ბრძანებას „პირველი ცვლა, მოეწყვეთ!“. ახალი ცვლის ყარაულის უფროსი აძლევს პირველ ცვლას მოკლე ინსტრუქტაჟს, უზუსტებს ამოცანებს, დაატოვებინებს საყარაულო შენობაში თან არსებულ ნივთებს, საჭიროების შემთხვევაში, უტარებს შესაბამის შემოწმებას ხელის მეტალმძებნით და ამოწმებს ფეხსაცმელსს მისი გახდის საშუალებით.
5. ახალი ყარულის პირველი ცვლის მოყარაულეები აიღებენ თავის იარაღს და მწყობრით გადაადგილდებიან იარაღის დამუხტვისა და განმუხტვის ადგილზე, აგრეთვე, მოეწყობიან ერთ მწკრივად საგუშაგოების ნომრების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ. ახალი ყარაულის უფროსი დაამუხტვინებს იარაღს და მიჰყავს ცვლა გუშაგების შესაცვლელად. მოძრაობის დროს, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი ცვლას მოჰყვება გვერდით მარცხენა მხარეს ან ახალი ცვლის ყარაულის უფროსის წინ.
6. ყველა გუშაგის შეცვლის შემდეგ, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი დგება ძველი ცვლის სათავეში და მიჰყავს საყარაულო შენობაში, ხოლო ახალი ცვლის ყარაულის უფროსი მოჰყვება ცვლას გვერდიდან მარცხნივ ან ძველი ცვლის ყარაულის უფროსის წინ.
7. გუშაგების შეცვლისას ახალი ცვლის ყარაულის უფროსი ძველი ცვლის ყარაულის უფროსთან ერთად აწარმოებს გარე პერიმეტრის მდგომარეობის, გარე აკრძალული ზოლის, საინჟინრო ზღუდეების, საკვალე ზოლებისა და სხვა ობიექტების ვიზუალურ შემოწმებას.
8. თუ ყარაულების შეცვლისას აღმოჩნდება დარღვევის ნიშნები ან გაუმართაობა, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ დასაცავი ობიექტის დაცვის საიმედოობაზე, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მოხსენდება განყოფილების უფროსს.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტის დადგენისას ახალი ცვლის ყარაულის უფროსი, ძველი ცვლის ყარაულის უფროსთან ერთად, აცხადებს განგაშს, გაქცევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენებს განყოფილების უფროსს, დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს და ახდენს გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის დევნის/ძებნის ორგანიზებას დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ერთად, აძლიერებს დასაცავი ობიექტის დაცვას და მოქმედებს განყოფილების უფროსის მითითებით.
10. საყარაულო შენობაში დაბრუნების შემდეგ, ყარაულის უფროსის თანაშემწე მოახსენებს ყარაულის უფროსს დასაცავი ობიექტის მიღება-ჩაბარების შესახებ.
11. მოხსენებების მიღების შემდეგ, ძველი ცვლის ყარაულის უფროსი ხელს აწერს ძველი ცვლის ყარაულის საგუშაგო უწყისს (დანართი №2), რის შემდეგაც ახალი ცვლის ყარაულის უფროსი აწერს ხელს ძველი ცვლის საგუშაგო უწყისს (დანართი №2) და ახალი ცვლის საგუშაგო უწყისში შეაქვს მასში შენიშვნები ცვლის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12. ყარაულების შეცვლის შემდეგ, ორივე ყარაულის უფროსი მოახსენებს განყოფილების უფროსს ცვლის გადაბარების შესახებ და მისი თანხმობის შემდეგ ძველი ცვლის ყარაულის შემადგენლობა ტოვებს საყარაულო შენობა