მუხლი 147. საყარაულო შენობაში ახალი ყარაულის მისვლამდე, ძველი ყარაულის უფროსს თავისი ყარაული გამოჰყავს საყარაულო შენობიდან და მოაწყობს მითითებულ ადგილზე. თვითონ დგება სახით თავისი ყარაულისკენ 6-8 ნაბიჯის დაშორებით, შუაში. როცა ახალი ყარაული ძველი ყარაულის მარცხენა ფლანგს გაუსწორდება 6 ნაბიჯის დაშორებით, ახალი ყარაულის უფროსი იძლევა კომანდას: „ყარაულო, სმენა, სწორება მარჯვნივ!“, ძველი ყარაულის უფროსი იძლევა კომანდას: „ყარაულო, იარაღი წინ!“, ბრუნდება ზურგისაკენ და მხედრულად მიესალმება. როდესაც ახალი ყარაული გაუსწორდება ძველი ყარაულის მარჯვენა ფლანგს, ახალი ყარაულის უფროსი იძლევა კომანდას: „სწორება შუაში!“, ძველი ყარაულის უფროსი შემობრუნდება ზურგისკენ, დგება სახით ფრონტისაკენ და გასცემს კომანდას: „იარაღი ფეხთან“🔗